
ქართველ მთამსვლელთა კიდევ ერთი გუნდი, ევროპის მასშტაბით საინტერესო ტექნიკურად რთული გავლილი მარშრუტების სათვალავს ზრდის. გურამ იმნაძე, საბა ყვავილაშვილი, გუგა დაბრუნდაშვილი და ზურა კვესტაძე უახლოეს დღეებში, დოლომიტებში, ჩივეტას მასივში იმყოფებიან.
სოციალურ ქსელში, ზურა კვესტაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენმა ბიჭებმა მოსამზადებელი პერიოდი არკოში გაიარეს და დოლომიტებში, Tre Cime Di Lavaredo-ს რეგიონში გადაინაცვლეს, სადაც მომდევნო ერთი კვირის მანძილზე, ბევრი „კარგი და საინტერესო" მარშრუტის გავლას შეეცდებიან.
„ოთხ დღიანი უამინდობის შემდეგ ჩვენი დროც მოვიდა - გუშინ, ქართველების ორი ჯგუფი სხვადასხვა გზით ავედით დოლომიტების ყველაზე პოპულარული მთის "ტრე ჩემა დი ლავარედოს" ყველაზე მაღალ მწვერვალ "ჩიმა გრანდე"-ზე.
გურამ იმნაძის და საბა ყვავილაშვილის ჯგუფმა გაიარა მარშრუტი Via Dulfer (V+ .)
გუგა დაგრუნდაშვილმა და მე გავიარეთ მარშუტი Dibona Rigde. ( V- 550 Hm .)
დღეს გადავინაცვლეთ ჩივეტას მასივში, სადაც მდებარეობს ქართველებისთვის კარგად ცნობილი მთა "სუ ალტო". უკვე გვიანი შემოდგომაა, მაგრამ შემდეგი ხუთი დღე აქაც მოვსინჯავთ ძალებს", - იტყობინება ზურა კვესტაძე
შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სწორედ ამ მასივს დაუკავშირდა ლეგენდარული ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის სახელი.
გურამ იმნაძის ფოტო





ჩვენ








