
ისე, მოხდა, რომ ფუტზალში, მსოფლიოს 2020 ჩემპიონატის მეინ-რაუნდში, საქართველოს ორი მინი-ფინალის თამაში მოუწევს. აქედან ერთი, ავთანდილ ასათიანის გუნდმა, მასპინძელ, პოლონეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. მეორე მინი-ფინალი კი, 27 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. ფინელებმა დღეს, პოლონეთის ნაკრები 1-2 დაამარცხეს და ახლა, სატურნირო ცხრილში, ჩვენს შემდეგ, მე-3 ადგილზე არიან.
შეგახსენებთ, რომ მეინ-რაუნდიდან, მომდევნო ეტაპზე, რომელიც იანვარში გაიმართება თითო ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის.
„ამ დონის ნაკრებთან ასეთი თამაში, ჩვენთვის დადებითია. მართალია წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი ქართული ფუტსალისთვის, ბოლო წუთებზე წაგება, კარგი შედეგია. ბიჭებმა, მართლაც მაგრად ითამაშეს და კარგია, რომ ბოლო ტურში შევინარჩუნეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი მიზანი, სწორედ შემდგომ ეტაპზე გასვლაა. ფინელებთან დაძაბული შეხვედრა გველოდება და ბიჭებმა იციან, რომ ის ფინალის ტოლფასია", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE-სთან საუბარში.
მსოფლიოს 2 და ევროპის 7-გზის გამარჯვებულთან სათამაშოდ გამოსულმა საქართველოს ნაკრებმა, დღეს, შესაძლოა, ესპანელებისთვისაც მოულოდნელად უშეღავათო ბრძოლა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა მე-13 წუთზე მოახერხეს გოლის გატანა და თითქმის მთელი თამაში, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, საბოლოოდ, მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლეს. აქედან მეორე გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს და ამით, უპირატესობა გაიმყარეს. მატჩის მანძილზეც, ესპანელებმა საქართველოს ნაკრების კარის ჩარჩოში 24-ჯერ დაარტყეს, მაშინ როცა ქართველებმა, მხოლოდ 7-ჯერ. თუმცა, ამ 7 დარტყმიდან არჩილ სებისკვერაძემ 30'33'' და ირაკლი თოდუამ 32'07'' გოლების გატანა მოახერხეს, ესპანელებს კი, ხელს ზვიად კუპატაძე უშლიდა. დიდი ალბათობით, ეს შეხვედრა, ფრე, 2-2 დასრულდებოდა, რომ არა, ბოლო 37-ე წუთზე ოდნავი უყურადღებობა, რომლის შემდეგაც, ქართველთა კარის გადარჩენა, ამ მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ზვიად კუპატაძემ ვეღარ მოახერხა. საქართველოს ნაკრები 2-3 დამარცხდა, თუმცა ბურთების შეფარდებით ჯგუფში ამ მომენტისთვის მეორე ადგილს იკავებს. ასე, რომ მეინ-რაუნდის დასკვნით შეხვედრა, რომელსაც ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთთან 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს, მნიშვნელოვანი და პრინციპული იქნება.
ამ ეტაპისთვის ელიტ რაუნდში უკვე გასულები არიან ესპანეთი, აზერბაიჯანი, ხორვატია, საფრანგეთი, ყაზახეთი, რუსეთი, სერბეთი და სლოვაკეთი.





ჩვენ








