ქართული ლეგიონი - დუდა

27.10.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია
დუდა სანაძის ბრწყინვალე დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში. ქართველმა უკანახაზელმა "ოლივეირენშესთან" კონტრაქტი 1 კვირის წინ გააფორმა, 26 ოქტომბერს კი პირველი მატჩი ითამაშა და თავის გუნდს "ლუზიტანიის" დამარცხებაში დაეხმარა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე არასრული 29 წუთი გაატარა. დუდამ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ჯამში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ოლივეირენშელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ედი ნორელია, 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა შონ მილერმა.
"ოლივეირენშეს" 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და ცხრილში III-V ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 1 ნოემბერს, სტუმრად "ავეიროსთან" გამართავს.





ჩვენ








