4 წუთში დამთავრებული ოცნება
4 წუთში დამთავრებული ოცნება
27.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთში, მსოფლიოს 2020 წლის მეინ-რაუნდის  ჯგუფში ჩარჩა. ჩვენმა გუნდმა ბოლო შეხვედრა ფინეთის ნაკრებთან გამართა და ელიტ-რაუნდში გასვლამდე 5 წუთი დააკლდა. დასკვნით მატჩში მეტოქე ფინეთი იყო, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საქართველოს ფრეც აწყობდა, თუმცა, მეტოქემ სამბურთიანი უპირატესობით გვძლია და ესპანეთთან ერთად 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურიც მოიპოვა.


მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას ჩვენი გუნდი ქმნიდა და რამდენჯერმე ფინელთა მეკარეს გარჯა მოუხდა, ანგარიში ფინელებმა მოულოდნელად გახსნეს და  ქართველებს თავიდანვე მდევრის როლში მოუწიათ ყოფნა. არჩილ სებისკვერაძემ ორჯერ მოახერხა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 38-ე წუთის მიწურულს მოწინააღმდეგეს საჯარიმოს შემდეგ, ქართველთა კართან გაურკვევლობას მესამე გოლი მოიყვა,  რაც მატჩში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. თამაშის დასრულებამდე, ფინელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიშით 5-2 დამარცხდნენ.


შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის მასპინძელი პოლონეთი დაამარცხა და ესპანეთთან სენსაციურ ფრესთანაც ახლოს იყო, თუმცა დღევანდელი შედეგით საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს მეორე ეტაპზე გამოეთიშა