
მე-10 წელია, ლეგენდარული ქართველი მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის მემორიალი მესტიაში ტარდება. მას შემდეგ, რაც ტურნირმა, რომელიც მანამდე სარფის კლდეებზე ტარდებოდა, „კლდის ვეფხვის" მშობლიურ სვანეთში გადაინაცვლა, მასში ძალების მოსინჯვა უცხოელებმა მეკლდეურებმაც დაიწყეს.
ტრადიციულად, შეჯიბრი რამდენიმე სახეობაში ჩატარდა. სწრაფ და რთულ ცოცვაში გამარჯვებულები, ხელოვნური რელიეფის კლდეზე გამოვლინდნენ.
სწრაფი ცოცვა
ვაჟები:
პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილლი - ნიკა იოსელიანი
მესამე ადგილი - ილია ჩუგოშვილი
გოგონები"
პირველი ადგილი - ნიცა თვაური
მეორე ადგილი - მარიამ გიგანი
მესამე ადგილი - სანაძე სალომე
რთული ცოცვა
ვაჟები:
პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილი - ილია ჩუგოშვილი
მესამე ადგილი - სოსო გაბულდანი
გოგონები:
პირველი ადგილი - ნიცა თვაური
მეორე ადგილი - ანა დულარიძე
მესამე ადგილი - სალომე სანაძე
კიდევ ერთ სახეობაში, ინდივიდუალურ ცოცვაში, შეჯიბრი ბუნებრივი კედელზე ჭალაადში გამართა. ამ ჩათვლაში, საპრიზო სამეულები ასე გადანაწილდნენ:
ვაჟები:
პირველი ადგილი - გიგა ჯანხოთელი
მეორე ადგილი - ნიკა იოსელიანი
მესამე ადგილი -ავთანდილ ქურასბედიანი
გოგონები
პირველი ადგილი - ქეთევან ქურასბედიანი
მეორე ადგილი - მარიანა იოსელიანი
მესამე ადგილი - სალომე სანაძე
მიხეილ ხერგიანის დაღუპვიდან 50 წლისთავზე გამართულ ტურნირში, გუნდური გამარჯვებული თბილისის ნაკრები გუნდი გახდა. მას მიხეილ ხერგიანის სახელობის გარდამავალი თასი ერთი წლით გადაეცათ. მეორე ადგილი მესტიის პირველმა გუნდმა, ხოლო მესამე თბილისის მეკლდეურთა კლუბს ერგოთ.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც „კლდის ვეფხვის" სახლმუზეუმში გაიმართა, ინდივიდუალურ და კომბინირებულ (სამჭიდში) საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენებს ფულადი პრიზები გადასცეს. მიხეილ ხერგიანის მემორიალის 2019 წლის გათამაშებისას საპრიზო ფონდმა 5000 ლარი შეადგინა.





ჩვენ








