"დინამომ" კიდევ ერთი თამაში წააგო

30.10.2019
ავტორი: თ.ჯ.
დღეს, თბილისში, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი, რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ" OSC ბუდაპეშტს უმასპინძლა და ანგარიშით 8-14 დამარცხდა.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2 გზის ჩემპიონთან მატჩში, დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: დამირ ცრეპულიამ, ზურაბ რურუამ (ორი), ხვიჩა ჯახაიამ, ანდრია ბითაძემ, ფაბიო ბარალდი (ორი) და გიორგი მაგრაქველიძე.
მომდევნო შეხვედრას, ქართველი წყალბურთელები კვლავ თბილისში, 9 ნოემბერს, ამჯერად „ფერენცვაროშის" წინააღმდეგ გამართავენ.





ჩვენ








