
მეორე დღეა, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სასტუმრო „მოხალისეშია" შეკრებილი და ევრო 2021-ს ნოემბრის კალენდარული თამაშებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი, შეხვედრებს იტალიურ ბენევენტოში, 8 ნოემბერს (თბილისის დროით 20:30), ხოლო შემდეგ დანიაში, ვიბორგში, 12 ნოემბერს (თბილისის დროით 21:00) გამართავენ
საქართველოს ნაკრები უახლოესი შეხვედრებისთვის თბილისში მოემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ამ ეტაპზე 21 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესფორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნორჩი დინამო, თბილისი); მცველები: ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე, ნინო ჩხარტიშვილი, (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაქარი გიუჯუ, თურქეთი); ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაქარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი); თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში გამართული სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეხუთე ადგილზეა.





ჩვენ








