
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 10 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წ.წ. სეზონის მეორე სათამაშო დღე გაიმართა.
ვერცხლის ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ლიბერთი ბანკსა და სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის ფრედ 1-1 დასრულდა. ანალოგიური შედეგი, 1-1 დაფიქსირდა ავერსისა და ევროპაბეთის დაპირისპირებაშიც.
ბრინჯაოს ლიგაში ბაქსვუდმა მეიჯერელს 3-1 სძლია. ენერგო-პრომ კი, ბანკი ქართუ დიდი ანგარიშით, 6-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ოქროს ლიგის მეორე ტურში ნატახტარმა ვი-თი-ბი-სთან უშანსოდ, 6-0 წააგო. აჭარაბეთისა და კროკობეთის დაძაბული შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. აჭარაბეთმა „ბუკმეიკერთა დერბში" 1-0 იმარჯვა.
მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა სუპერლიგაშიც. არმიამ შემოსავლების სამსახურს 3-1 სძლია. საქართველოს ფოსტამ თბილისის სატრანსპორტო კომპანია 4-1 დაამარცხა. ტელეკომპანია მაესტრომ ფეხბურთის ფედერაციას დაძაბულ ბრძოლაში 5-2 მოუგო. საპატრულო პოლიციის გუნდმა კი, პე ეს პე-სთან 2-0 იმარჯვა.





ჩვენ








