დინამო თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
დინამო თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
11.11.2019
ავტორი: ს.ნ.

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თბილისის დინამო, რომელმაც ფინალურ მატჩში 15 ქულის სხვაობით - 75:60 (სტატისტიკა) დაამარცხა მართვე. ფინალური მატჩი ვერ გამოდგა შესაფერისად დაძაბული. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა ნახევარფინალში აკადემიასთან გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ შედარებით იოლად დაამარცხეს მართვე და დედაქალაქის ჩემპიონები გახდნენ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატების ორგანიზატორი დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირია, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ფინალური მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ვერ გამოდგა დაძაბული. დინემოელებმა დამაჯერებლად დაიწყეს საჩემპიონო მატჩი და თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, ბოლომდე შეინარჩუნეს. 


ჩემპიონებს 15 ქულითა და 9 მოხსნით ვლადიმერ თავაქარაშვილმა ულიდერა. 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ვახტანგ გოგბერაშვილის ანგარიშზე დაგროვდა, ნიკოლოზ კიშკომ კი 14 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მართვეში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სიმონიშვილი. გუნდის ლიდერმა თავი 17 ქულას, 10 მოხსნას და 3 პასს მოუყარა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 17 ქულა და 4 მოხსნა გიორგი საყვარელიძის ანგარიშზე დაგროვდა.


საჩემპიონო თასი დინამოელთა კაპიტანმა, ვლადიმერ თავაქარაშვილმა ჩაიბარა.


ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა საკალათბურთო კლუბმა "აკადემიამ", რომელმაც "ჰიუნდაის" შანსი არ დაუტოვა. ფინალამდე გამართული მატჩი მე-3 ადგილისთვის აკადემიელებმა 89:59 (სტატისტიკა) მოიგეს. .