
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, პატარა გერმანულ ქალაქ ბად ვურისოფენში შეუდგა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო და 11 ნოემბრის საღამოს მსუბუქად ივარჯიშა.
სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გერმანიაში დაწყებული შეკრების პირველ დღეს 13 ფეხბურთელმა ივარჯიშა. მეკარეებიდან დღეს, მხოლოდ ლაზარე კუპატაძე („საბურთალო" საქართველო) იყო. მის გარდა ივარჯიშეს მცველებმა: ოთარ კაკაბაძემ (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშიამ (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავამ (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკიმ (დინამო, ბათუმი): ნხევარმცველებმა: ოთარ კიტეიშვილმა (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილიამ (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილმა (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილმა (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაურმა (დინამო, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილმა (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი) და თავდამსხმელებმა: გიორგი ქვილითაიამ (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძემ (თარაზი, ყაზახეთი).
ფედერაციის გვერდი ასევე იტყობინება, რომ „საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს 12 ნოემბრიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას, ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის საბურთალოს წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება".
„შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიის ნაკრებს 15 ნოემბერს, ციურიხთან ახლოს მდებარე ქალაქში, სენტ გალენში ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.
აღნიშნული თამაშისთვის და უკვე მომდევნო ამხანაგური შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისს გამოძახებული ჰყავს მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
წლის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს პულაში, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.





ჩვენ








