
ფოტოზე, რომელი 2019 წლის 30 ივნისს არის გადაღებული, ბელარუსი სპორტსმენი კირილ გრიშანკა, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში -130-კგ წონით კატეგორიაში ევროპული თამაშების ოქროს მედლის მოგებას აღნიშნავს. ბელარუსმა ფინალში ჩვენი იაკობ ქაჯაია დაამარცხა. თუმცა, ეს ამბავი აქ, არ დასრულებულა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიშანკა და კიდევ ერთი სპორტსმენი, აღნიშნულ თამაშებზე დოპინგის გამოყენებაში ამხილეს და შესაბამისადაც დასაჯეს. ამის შესახებ, დღეს საერთაშორისო ოლიმპიური ვებ-გვერდის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.
აღნიშნული გვერდი იტყობინება, რომ გიშინკამ, ფინალის დროს, აკრძალული პრეპარატი ტესტოსგერონი გამოიყენა. ევროპულ თამაშებში, რომელიც ბელარუსში ტარდებოდა, გრიშინკამ ½ ფინალში, რუსი სერგეი სიმიონოვი 3-1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ უკვე ფინალში, ქაჯაიას 5-1 მოუგო. დოპინგის გამოყენების ფაქტის დადასტურების შემდეგ, მას ოქროს მედალი და წოდება ჩამოერთვა და ავტომატურად ქართველ სპორტსმენს გადაეცა. ვერცხლის მედალი კი რუსს ერგო წილად.

კიდევ ერთ სპორტსმენს, უკრაინელ მიკოლა კუჩმის, რომელმაც ბელარუსთან ¼ ფინალი წააგო, ბრინჯაოს მედალი გადაეცემა. შესაბამისად, ამ წონაში მხოლოდ აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათს დარჩა მოგებული ბრინჯაოს მედალი.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის დოპინგ-საწინააღმდეგო სამსახურმა, მინსკში გამართული, რიგით მე-2 ევროპული თამაშებისასა 1170 სპორტსმენი შეამოწმა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 25%-ს შეადგენს. გრიშანკას გარდა, ტესტოსგერონი, დადებითი შედეგი აჩვენა ხორვატი მოკრივის დამირ პლატჩინის ანალიზმაც. თუმცა, იმის გამო, რომ ხორვატმა ერთ-ერთ ეტაპზე თურქთან წააგო, სხვა შედეგებზე მის დისკვალიფიკაციას გავლენა აღარ მოუხდენია.
ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც 2019 წელს ბაქოში ჩატარდა, დოპინგზე 177 სპორტსმენი შეამოწმეს. აქ, მხოლოდ ერთმა პასუხმა აჩვენა დოპინგის გამოყენების ფაქტი. რუსი სპორტსმენის, რუსტამ დოლაევის სისხლში, WADA-ს მიერ აკრძალული პრეპარატების ნუსხაში შეტანილი მელდონიუმი აღმოაჩინეს და შესაბამისად, ვერცხლის მედალი, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, -51კგ-მდე კატეგორიაში მოიპოვა, ჩამოერთვა და მოლდოველ კონსტანტინე ჩირილოვს დარჩა. ქართველ სპორტსმენს, ოთარ მამულაშვილს კი ჩირილოვის გამოთავისუფლებული ვერცხლის მედალი ერგო.
შეგახსენებთ, რომ მელდონიუმი, WADA-ს აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, 2016 წლის 1 იანვრიდან აქვს შეტანილი. სწორედ მელდონიუმის გამოყენების გამო დასაჯეს მარია შარაპოვაც.
„ამ არასასურველი შედეგების გამო, სპორტსმენებს, ჩამოერთვათ ნაჩვენები შედეგები და ამის შესახებ, ოფიციალურად ეცნობათ შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებს", - აღნიშნულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საინფორმაციო წერილში.





ჩვენ








