
შვეიცარული მედია, სენტ გალენში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, ყურადღებას ამახვილებდა საკუთარი გუნდის დანაკლისზე - საქართველოსთან მატჩში, შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ვერ გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის დანაკლისიც ძალიან აღელვებდეთ, თუმცა, ჯანო ანანიძის ყოფნა, რატომღაც ძალიან არ უნდოდათ და მისი ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაცია ვაისთანაც გადაამოწმეს. საქართველოს ნაკრებში, მიუხედავად იმისა სენტ გალენის მთავარ საფეხბურთო არენაზე, სადაც ჩვენ გუნდს შეხვდით, გერმანიიდან ახალი ჩამოსულები ვიხილეთ, დაღლაც ნაკლებად ეტყობოდა და განწყობაც ვარჯიშის დროს, საკმაოდ ხალისიანი იყო. ამაში, ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებთან უშუალოდ საუბრის დროსაც დავრწმუნდი.
ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ.

ბაჩანა არაბული
ორი აზრია არაა, რომ წლის ბოლის ორივე მეტოქე - შვეიცარიაც და ხორვატიაც ძლიერი მოწინააღმდეგები არიან. რთული თამაშები იქნება. კარგად მოვემზადეთ, ჩემი აზრით ამ თამაშებისთვის. ხვალ პირველ რიგში, შვეიცარიასთან თამაშზე ვფიქრობთ, რომელიც არის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშზე და ჩვენ, მთელი გუნდი მობილიზებული ვართ, რომ მაქსიმალური გავაკეთოდ და როგორც შედეგი, ასევე, თამაშის ხარისხი ვაჩვენოთ. რაც შეეხება ჩემს შანს, ბედნიერი ვარ, რომ ისევ ნაკრებში ვარ. ცუდი პერიოდის მერე კვლავ დაბრუნდი. ვგულისხმობ, კლუბში გატარებულ პერიოდს და სასიხარულოა, რომ მექნება იმედია, შანსი, რომ გამოვიჩინო თავი და შემდეგში უკვე, მომავალში, შეკრება იქნება თუ თამაშები დავბრუნდე და დავეხმარო ნაკრებს.
ლევან შენგელია
ვეცდებით, თამამად შევუტიოთ, როცა ამის შანსი მოგვეცემა და დაცვაშიც, რა თქმა უნდა ყურადღებით ვიყოთ. ის რომ შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ამაში თბილისშიც დავრწმუნდით. რთული სათქმელია გვეყო თუ არა 3-დღიანი შეკრება ამ თამაშებისთვის, რადგან ნაკრების შეკრების დროს, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მე რაც შემეხება, მას შემდეგ, რაც თურქეთის ჩემპიონატში წითელი ბარათი მოვიღე და ამის შემდეგ, ის თამაში წავაგეთ, საწყენია, თუმცა, ახლა ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ.

გურამ კაშია
"საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.
ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.
***
ალბათ, ისევე, როგორც გურამ კაშია, საქართველოს ნაკრებში კარგად ენიშნათ, რომ შვეიცარიელებს 1600 მაყურებლის მხარდაჭერის იმედი აქვთ. თუმცა, მშვენივრად იციან, რომ მინდორზე ფეხბურთელები და მათი თამაშის ხარისხი წყვეტს საბოლოოდ ბედს. ამიტომ ხვალ, საქართველოს ნაკრები მინდორზე საბრძოლოდ გამოვა და საკმაოდ ცივ ამინდში, სახლში თამაშის, თანაც საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, სტერეოტიპის შერყევას და ქულების აღებას შეეცდება.
სპეციალურად სენტ გალენიდა, შვეიცარია





ჩვენ








