
სენტ გალენში, შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში დღეს, 14 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 5 საათზე ჩაატარა. მანამდე, სენტ გალე არენაზე პრეს-კონფერენცია გაიმართა. შვეიცარიისთვის, ევრო 2020-ზე გასასვლელად 4 ქულაც ჰყოფნის. სათამაშოდ კი, ერთი შეხვედრა საქართველოსთან ხვალ, გასამართი მატჩს გარდა, კიდევ ერთი რჩება გიბრალტართან. შესაბამისად, ხვალინდელ თამაშში, შვეიცარიას ქულაც აწყობს, მით უმეტეს, რომ პეტკოვიჩს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია და მათი ჩანაცვლება, ახალბედა ფეხბურთელებით მოუხდა. ამის შემდეგ, ჩვენი დღევანდელი მასპინძლები, იმედოვნებენ, რომ გიბრალტართან 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, მანამდე ხვალინდელი თამაშია, რომელშიც, მასპინძლები, სენტ გალენ არენაზე მოსული 16400 გულშემატკივრის წინაშე მოგებას და 3 ქულის აღებას ეცდებიან.
„ჩვენი მიზანია, ორივე შეხვედრის მოგება" - ამბობს, ვლადიმირ პეტკოვიჩი. შვეიცარიის ნაკრებში იციან, მომდევნო 180 წუთის მთელი მნიშვნელობაც. „ჩვენ ვიცით, რომ მაყურებელი ჩვენგან ამ ორი საკვალიფიკაციო თამაშში, მოგებას და კვალიფიკაციის ეტაპის გავლას ელის. ეს უნდა გავაკეთოდ" - ამბობს, მანუელ აკანჯი.
„დავალება, რომელიც შვეიცარიის ნაკრებს, ხვალ აქვს გადასაწყვეტი, მხოლოდ ფურცელზე ჩანს უფრო მარტივი და რა თქმა უნდა ჩვენ არ გამოგვივა საქართველოს ნაკრების არდაფასება", - ამბობს ქართველთა მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი, მატჩისწინა პრესკონფერეციაზე სტეფან ლიხშტაინერი.
შეხვედრა სენტ-გალენში, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
სპეციალურად სენტ-გალენიდან, შვეიცარია





ჩვენ








