თორნიკე შენგელია - მატჩის საუკეთესო მოთამაშე
თორნიკე შენგელია - მატჩის საუკეთესო მოთამაშე
21.11.2019
ავტორი: ი.პ.

ევროლიგის მე-9 ტურში ესპანურმა ბასკონიამ მოქმედ ჩემპიონსა და ევროკალათბურთის ფლანგმან მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 80:70 დაამარცხა. 


სირენამდე წუთით ადრე შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, 47 წამით ადრე კი ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები 76:70 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში შენგელია მყარად დაუდგა გერმანელ ვოიტმანს, შეტევაში დააჯარიმა... მატჩის დასრულებას 18 წამი რომ აკლდა ქართველმა კაპიტანმა კიდევ ორი საჯარიმო გამოიყენა (78:70), რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.


თორნიკე სასტარტო ხუთეულშ იყო და მოედანზე 32:10 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა (8/5 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 7/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 8-დანნ 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიაი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.  შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი - 23 ერთეული შეადგინა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი. 


4 მოგებითა და 5 მარცხით ბასკონია ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. 22 ნოემბერს ბასკონიელები სანკტ-პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლებე