
საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადების შემდეგ, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციებმა 16 ნოემბერს გააკეთეს, უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გააკეთეს, მხარი სპორტული საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც აუბეს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას", - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.
დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით განცხადება ეროვნული საფეხბურთო ლიგის კიდევ ორმა გუნდმა, თბილისის „ლოკომოტივმა" და გორის „დილამ" (რომელსაც ყველაზე ახლოს უწევს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან ოკუპირებული ზოლის სიახლოვეს ვარჯიში) გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის განთავისუფლების მოთხოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს სხვადასხვა სფეროს ცნობადი სახეები. ქართველ ექიმის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას მხარს უჭერენ უცხოელი კოლეგები და პოლიტიკოსები.





ჩვენ








