ორი ნაბიჯი ოცნებამდე
ორი ნაბიჯი ოცნებამდე
22.11.2019
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, უეფა-ს შტაბ-ბინაში ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალური მატჩის მასპინძელი ქვეყანა შეარჩიეს. იმ შემთხვევაში, თუ 26 მარტს, საქართველოსა და ბელარუსის წყვილში, ჩვენ გავიმარჯვებთ, ევრო 2020-ზე გასასვლელ ფინალურ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ევრო 2020-ის შესარჩევი საკვალიფიკაციო ციკლი 8 ქულით, ჯგუფში მე-4 ადგილზე დაასრულა, ევროპის საოცნებო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, 2020 წლის მარტში დარჩენილი შეხვედრების მოგებას შეეცდება.  სწორედ, 26 მარტს გამართავს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსის წინააღმდეგ მატჩს.


მეორე პლეიოფში კი ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე კოსოვოს შეხვდება.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ სახლში ითამაშებს. ეს კი, ჩვენი გუნდის ევრო 2020-ზე გასასვლელად საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსებს ზრდის. გადამწყვეტი შეხვედრა 31 მარტს გაიმართება.