
კასპის ცენტრალური სტადიონი დღეს, 24 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. ახალი სტადიონის ტერიტორიაზე, ხელოვნურსაფარიანი ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი მოედანია. სტანდარტული ზომის მოედანს, პროექტის ფარგლებში 500 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნაც აუშენდა. მოეწყო მედია-ლოჟა, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობას და გასახდელებს მოიცავს.
„სულ რაღაც 2 წლის წინ, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ამ სტადიონის მაშინდელი მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ადგილზე არაჩვეულებრივ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას გავაკეთებდით და როგორც ხედავთ ეს პირობა შესრულებულია. ეს სტადიონი აშენდა, პირველ რიგში, იმ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც უყვართ ფეხბურთის თამაში. ეს ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ბავშვებთან ერთად სხვებიც ჩავრთოთ ფეხბურთში და ჯანსაღად ცხოვრების საშუალება მივცეთ. ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - აღნიშნა, ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდეტმა სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
კასპის სტადიონის აღმშენებლობა, სფფ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მოახერხა.
ახალი სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, კასპის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ვეტერანებსა და თბილისის "დინამოს" ვეტერანებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.





ჩვენ








