
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა 2017-2018 წლების საკალათბურთო სეზონი. ტურნირში 9 გუნდი, მათ შორის 8 სუპერლიგის და ერთიც "ა" ლიგის წარმომადგენელი მონაწილეობს. გუნდები 3 ჯგუფად არიან დაყოფილები და შესაბამისად, ჯგუფებში 2-2 მატჩს გამართავენ. ტურნირის დებულების თანახმად, ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე ადგილოსანი ნახევარფინალში დაწყვილდებიან.
დღეს, ხვალ და ზეგ ჯგუფური ეტაპის თამაშები იმართება. დადიანის მემორიალი „ა" ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა. პირველ მატჩში „თსუ-ჰიუნდაიმ", რომელიც „ა" ლიგას წარმოადგენს „მგზავრებს" დიდი ანგარიშით, 85-66 მოუგო. „თსუ-ჰიუნდაის" ბირთვს, სქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები წარმოადგენენ, მწვრთნელი კი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილია. „მგზავრებისგან" განსხვავებით, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით რადიკალურად შეცვილია და ლეგიონერებს, სწორედ ამ ტურნირზე სცდის, ჩერქეზიშვილის გუნდი თთამაშში პირველ ნომრად მოგვევლინენ. ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი „თსუ-ჰიუნდაისი" 9 ნომერი გიორგი კორსანტი იყო, რომელმაც 28 ქულის დაგროვება მოახერხა.
„ა" ჯგუფის მორიგი შეხვედრა, 2 ოქტომბერს გაიმართება. „თსუ-ჰიუნდაი", ამჯერად ქყვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „დინამოს" შეხვდება. ეს მატჩი, ოლიმპიურ სასახლეში 17:00 დაიწყება.
საინტერესო გამოდგა დადიანის მემორიალის მეორე შეხვედრაც, სადაც „ბ"ჯგუფის წარმომადგენლები „სოხუმი" და სუპერლიგის დებიუტანტი მარნეულის „დელტა" დაუპირისპირდნენ. უკრაინელი მწვრთნელის, ლებედინცევის შეგირდებმა, კობეშავიძის ბიჭებს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლეს. ამის შემეგ, „სოხუმმა" ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 17 ქულიანი სხვაობით გამარჯვება მოახერხა, ანგარიშით 94-77. ამ წყვილში, ყველაზე შედეგიანი „სოხუმის" უკრაინელი ლეგიონერი მაქსიმ ლუცენკო იყო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულაა.
„ბ" ჯგუფში ხვალ „საქმეში" „ქუთაისი" ჩაერთვება. კოტე ტუღუშის გუნდს, რომელშიც ახალი სეზონის წინ სერიოზული ცვლილებები მოხდა, „დელტასთან" მოუწევს თამაში.
ბოლო, „გ" ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში აჩიკო ჟღენტის, „კაკქტუსმა", მხოლოდ, პირველი მეოთხედი მოახერხა სათანადო წინააღმდეგობა გაეწია „ოლიმპისთვის". ამის შემდეგ, „ოლიმპმა" მოწინააღმდეგეს, არანაირი შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 21 ქულიანი სხვაობით, 87-66 მოუგო. ამ მატჩის უხვქულიანი მოთამაშე ოლიმპელი მარკ ანტონი იყო -16 ქულით.
იხილეთ ფოტო-გალერეა





ჩვენ








