მორიგი საასპარეზო დღე ბიზნეს ლიგაზე

24.11.2019
ავტორი: ს.ნ.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 24 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგით დაიწყო. ენრგო-პრომ მეიჯერელს 3-0 სძლია.
ოქროს ლიგაში ნატახტარმა აჭარაბეთი 2-1 დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა.
სუპერლიგის მესამე ტურში პატრულისა და შემოსავლების სამსახურის უხვგოლიანი დაპირისპირება, პატრულის გამარჯვებით 6-4 დასრულდა. არმიამ დაძაბულ ბრძოლაში მაესტრო 1-0 დაამარცხა. დასკვნით მატჩში კი პსპ-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 2-0 სძლია.





ჩვენ








