
2011 წლის პირველი ასვლა ჭაუხის ხეობაში თბილისი-მწვერვალი-თბილისი, ამ გზას ახალგაზრდა ქართველმა მთამსვლელებმა მხოლოდ 38 საათი მოანდომეს.
2011 წლის პირველი ასვლა ზამთრის პირობებში, ყაზბეგის რაიონში, ცენტრალურ ჭაუხში გუგა დაბრუნდაშვილმა და არჩილ ბადრიაშვილმა 2010 წლის სექტემბერში ამავე მასივში დაღუპულ მეგობარს ზურიკო ებანოიძეს მიუძღვნეს. ახალგაზრდა მთამსვლელები, ჭაუხის მასივში, ჯავახიშვილის მწვერვალის სამიანი კატეგორიის სირთულის მარშრუტის დასალაშქრად თბილისიდან 21 იანვარს გავიდნენ.
იმავე დღეს სოფელი ჯუთას მხრიდან, მთამსვლელებმა საბანაკე ადგილამდეც მოახერხეს თოვლის გაკვალვა და თითქმის მარშრუტის ძირში, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს. მეორე დილით, 22 იანვარს, ძლიერი სიცივის მიუხედავად, მთამსვლეთა ორ კაციანი ჩაბმა, მწვერვალზე მზის ამოსვლამდე გავიდა და 3 საათზე სასურველ მიზანს მიაღწია. პირველი ასვლა ცენტრალურ ჭაუხში ზამთარის პირობებში რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. 2011 წელს ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელები კიდევ მრავალ საინტერესო ასვლას გეგმავენ, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ.





ჩვენ








