ხვალ დადიანის მემორიალის 4 ნახევარფინალისტი გაირკვევა
ხვალ დადიანის მემორიალის 4 ნახევარფინალისტი გაირკვევა
02.10.2017
ავტორი:

ხვალ, დუდუ დადიანის მემორიალზე, რიგით მე-16 გათამაშების ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, შეხვდრები 15:00-დან დაიწყება. პირველად, ერთმანეთს „ოლიმპი" და „რუსთავი" დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში გადასასვლელად, „რუსთავს" ხვალ, აუცილებლად სჭირდება გამარჯვება. სასტარტო მატჩში, რუსთაველებმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში 1 ქულის სხვაობით დასთმეს შეხვედრა „კაკტუსთან" 82-83.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გუნდების მატჩი გამოდგა დადიანის მემორიალის მეორე დღეს, ყველაზე დაძაბული. რამაზ გოგობერიშვილის „რუსთავი" მთელი სამი პერიოდი, თამაშში თავის წესებს კარნახობდა და ანგარიშშიც ლიდერობდა, თუმცა მოგვიანებით, თავის ყოფილი თანაგუნდელის არჩილ ჟღენტის გაწვრთნილებს, მისი „რუსთავი" დანებდა. დადიანის მემორიალზე, „რუსთაველთათვის" ეს სასტარტო მატჩი იყო. „კაკტუსს" კი, რომელმაც პირველ ტურში „ოლიმპთან" 21-ქულიანი სხვაობით წააგო, ნახევარფინალში გადასვლისთვის თეორული შანსის დასატოვებლად, დღეს მხოლოდ გამარჯვება გაუმართავდა ხელს. არჩილ ჟღენტის გაწრთნილმა გუნდმა, მეოთხე პერიოდში, თამაშის გადარჩენა მოახერხა. სწორედ, ამ პერიოდში იყვნენ ყველაზე შედეგიანები, კაკტუსელები  კრის ჯონსონი (22 ქულა),  დავით ლომიძე (20 ) და  დეანდრე ჰარკსი (18). ამ შეხვედრაში კი ორივე გუნდს შორის, შეგედიანი „რუსთვის" ლეგიონერი ტაირელ ნელსონი აღმოჩნდა, რომელმაც პარკეტზე 35.03 წთ დაჰყო და 25 ქულა დააგროვა.

ამ ჯგუფში, ახლა თითო მოგება აქვს „ოლიმპსა" და „კაკტუსს", თუმცა ნახევარფინალში გადასვლის თეორიული შანსი „რუსთავსაც" რჩება, იმ შემთხვევაში, თუკი ის ხვალ „ოლიმპის" დამარცხებას შეძლებს.  ამ ვარიანტში, „გ" ჯგუფში, ყველა გუნდს თითო მოგება ექნება, ამიტომ, თითოეულ ადგილს და შესაბამისად, ნახევარფინალისტის ვინაობასაც ურთიერთშეხვედრები და ბურთები გადაწყვეტს.

17:00-ზე თბილისის „დინამო", „მგზავრებს" შევხდება. „ა" ჯგუფში, ნახევარფინალში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს „მგზავრებიც", რომელმაც გუშინ, სასატარტო შეხვედრა „თსუ- ჰიუნდაისთან" დასთმო. თუმცა, ამისთვის, „მგზავრებს" ხვალ, აუცილებლად „დინამოს" დამარცხება და თანაც ბურთების დიდი სხვაობით ესაჭიროებათ, რაც თეორიულად შეუძლებელია, „დინამოს" შემადგენლობიდან და სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

„მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვაჩვენებთ სასურველ თამაშს. თუმცა იმედი მაქვს, ამ ტურნირს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ სუპერლიგის სტარტსა და ევროტურნირის ახლა ეტაპს,  შევხვდეთ ბევრად უკეთეს ფორმაში. ეს არის ჩვენი მიზანი დუდუს მემორიალზე", - გვითხრა TSFF.GE-ს ირაკლი ხოშტარიამ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, „თსუ- ჰიუნდაისთან" მატჩის დასრულების შემდეგ.

„თსუ-ჰიუნდაიმ", „ა" ლიგის გუნდმა, რომელიც ერთადერთია დუდუ დადიანის მემორიალზე ქვედა ლიგის ბინადართაგან და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, „დინამოს", მხოლოდ მატჩის სტარზე გაუწია სათანადო დაპირისპირება. ამ გუნდების შეხვედრაში, პირველი მეოთხედისას, როდესაც ანგარიში 10-14 იყო „დინამოს" სასარგებლოდ, რამდენიმე წუთით ელექტროენერგიაც კი გამოირთო (დღევანდელმა წვიმამ თბილისში, ეს პრობლემაც შექმნა). „შუქის მოსვლის" შემდეგ, კი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ბიჭებმა „დინამოს" შეჩერება ვეღარ მოახერხეს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ანგარიშში უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა და საბოლოოდ, 30-ქულიანი სხვაობით 86-56 გაიმარჯვა. დინამოელთა შორის ყველაზე შედეგიანი 22 ქულით, კლუბის ლეგიონერი, ნიკოლა გაჩეშა იყო. „თსუ-ჰიუნდაის" რიგებში კი 20 ქულის დაგროვება გიორგი ხოშტარიამ მოახერხა. 

„თსუ- ჰიუნდაისთვის", დუდუ დადიანის წლევანდელ გათამაშებაზე ეს პირველი მარცხი იყო, შესაბამისად, გუნდი ნახევარფინალში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს და „დინამო"-„მგზავრების" მატჩზეც არის ნაწილობრივ დამოკიდებული. განსხვავებით „ბ" ჯგუფში მოასპარეზე, სუპერლიგის დებიუტანტი „მარნეულისაგან", რომელიც ტურნირს უკვე გამოეთიშა.

თუმცა, მარნეულელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დებიუტანტის კვალობაზე, საკმაოდ ძლიერი მეტოქეობა გაუწიეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონს „ქუთაისს".  ამ შეხვედრაში, მატშიც დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე ქუთაისელები, მხოლოდ 3 ქულით უსწრებდნენ მეტოქეს. ანგარიში 83-80 იყო, თუმცა ქუთათურებმა ბოლო წამებში 6 ქულის დაგროვება მოახერხეს, „მარნეულმა" კი ვერც ერთი მომენტი ვეღარ გამოიყენა. საბოლოოდ, მატჩში 9 ქულიანი სხვაობა 89-80 დაფიქსირდა ქუთათურთა სასარგებლოდ და ამით, ნახევარფინალში, „მარნეულმა" თეორიული შანსიც დაიკარგა. ქუთაისელთა შორის, ყველაზე შედეგიანი ბექა ბექაური იყო (21 ქულა). მატჩში, ყველაზე მეტი 24 ქულა კი „მარნეულის" მოთამაშემ, ზვიად ანთაძემ დააგროვა.

„მოგეხსენებათ, გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. წავიდა ექსვი და შესაბამისად დავიმატეთ ახალი მოთამაშეები. გუნდიი შენების პროცესშია. იმედი მაქვს, ნელ-ნელა კიდევ მოვუმატებთ. რაც მთავარია, მოთამაშეები მონდომებულები  და მოტივირებულები არიან. ახალ მოთამაშეებს, დროს სჭირდებათ, რომ გუნდს შეეგუონ",  - განაცხადა TSFF.GE-სთან კოტე ტურუშმა, „ქუთაისის" მთავარმა მწვრთნელმა.

„ქუთაისი", ხვალ  19:00 საათზე „სოხუმს" დაუპირისპირდება. ამ ჯგუფშიც, სწორედ ამ  დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და ავტომატურად გადავა დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში და ვის მოუწევს მოცდა, სამ მეორეადგილოსანს შორის იყოს საუკეთესო. ნახევარფინალების წილისყრა 4 ოქტომბერს, თავად ნახევარფინალები კი 5 ოქტომბერს გაიმართება.

დასასრულს გეტყვით, რომ დუდუ დადიანის სახელობის მემორიალს დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც ესწრებოდა. როგორც იცით, ბერძენს, ნაკრებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამ დღეებში გაირკვევა, რა ბედი ელის ზუროსსა და ნაკრებს.