მაქსიმე ქვილითაია ტურის სიმბოლურშია

06.12.2019
ავტორი: თ.ჯ.
ქართველი მეკარე მაქსიმე ქვილითაია, ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქვილითაიამ, რომელმაც ირანის სუპერლიგის 13 ტურიდან 10 მატჩი ჩაატარა.მე-13 ტურში კი გასვლაზე, თანამემამულე ლუკა გადრანთან ერთად, სრული მატჩი, 90 წუთი ითამაშა. ქართველები ამ შეხვედრაში საუკეთესონი იყვნენ. მათი გუნდის „შაჰინ ბუშირისა" და „ტრაქტორის" შეხვედრა კი, ფრედ 0-0 დასრულდა.
ამ მომენტისთვის, „შაჰინ ბუშირი" ირანის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. ჩემპიონატის დასრულებამდე კი, 17 ტურია დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „შაჰინ ბუშირის" მთავარ მწვრთნელად ხორვატი სპეციალისტი დანიშნეს, ქართველების ირანულ გუნდს თამაში არ წაუგია.





ჩვენ








