თბილისის "თბილისი" სუპერთსის მფლობელია

07.12.2019
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია
დღეს, 7 დეკემბერს, სპორტული ცენტრი "იმედის" მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის საქართველოს სუპერთასი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "თბილისი" და ბათუმის "აჭარა" დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით ანგარიშით - 4:1 დასრულდა.
სუპერთასის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს და გამორჩეულ ფეხბურთელებს სამახსოვრო პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა გადასცა.
ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2019 წლის სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მსგავსი ტურნირების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.





ჩვენ








