
მსოფლიოს 2018-ის ბოლო შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო. 3 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი, სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. მანამდე, კი დღეს, ს.კ. „ზესტაფონის" ბაზაზე, ნაკრებმა ერთსაათიანი ვარჯიში გამართა.
უელსთან, 6 ოქტომბერს, თბილისში გასამართ და სერბეთთან, 9 ოქტომბერს ბელგრადის მატჩისთვის ვაისის გუნდი 2 ოქტომბერს შეიკრიბა. პირველი ვარჯიშზე გუნდმა არასრული შემადგნელობით, 17 ფეხბურთელით ჩაატარა. მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი); მცველები: უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი) - ამ ჩამონათვალს, უკვე დღევანდელ ვარჯიშზე გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია) შეუერთდებიან.
ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე. ფეხბურთელებმა გასულ კვირას, საკლუბო შეხვედრების დროს ტრავმები მიიღეს და სანაკრებო მატჩებშიც მათი მონაწილეობა გამოირიცხა.
უელსის ნაკრები, 2017 წლის 6 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" მესამედ წარსდგება ქართველი გულშემატკივრის წინაშე. პირველად, უელსელები 1981 წლის 18 ნოემბერს ჩამოვიდნენ თბილისში და მაშინდელ სსრკ-ს ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი და ვიტალი დარასელია იყვნენ, 0-3 დამარცხდა. ერთ-ერთი გოლი ვიტალი დარასელიას ანგარიშზეა.
უელსის ნაკრები მეორედ, „დინამო არენაზე" უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 1994 წლის 16 ნოემბერს ეწვია და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 0-5 დამარცხდა. იმ მატჩში 2 გოლი თემურ ქეცბაიამ, თითო-თითო გოჩა გოგრიჭიანმა, შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.
უელსის ნაკრები, 2017 წლის 6 ოქტომბერს, 20:00 „დინამო არენაზე" მესამედ წარსდგება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კარდიფში, ფრედ 1:1 დასრულდა.





ჩვენ








