ბათუმის სტადიონის გახსნამდე ცოტა დრო რჩება
ბათუმის სტადიონის გახსნამდე ცოტა დრო რჩება
07.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

ბათუმში, 20000 გულშემატკივარზე გათვლილი, უეფა-ს სტანდარტების, მე-4 კატეგორიის სტადიონი, 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.


სტადიონზე, რომელიც საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც, აღნიშნულ მომენტში ტრიბუნების მოწყობის სამუშაოების დასკვნითი ეტაპია.


ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეობს სკამების მონტაჟი.


ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.