დინამო თბილისის 17-წლამდე გუნდი საქართველოს ჩემპიონია
დინამო თბილისის 17-წლამდე გუნდი საქართველოს ჩემპიონია
09.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის სახელობის თასს, დღეს, „დინამო თბილისის" 17-წლამდე გუნდი ოფიციალურად დაეუფლა. ვეტერანი დინამოელის, გოჩა ჩიქოვანის შეგირდებს ჩემპიონატის ოქროს მედლები და თასი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდე იაშვილმა გადასცა.


„დინამო თბილისის" 17-წლამდე გუნდმა, 2019 წლის ჩემპიონობა, გათამაშების დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე მოიპოვა. თუმცა, დარჩენილ შეხვედრაშიც, დინამოელები, თანაქალაქელებთან საბრძოლო განწყობით გავიდნენ და „საბურთალოს", „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის მოედანზე 6-2 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში „დინამო თბილისის" 17-წლამდე გუნდმა 26 მატჩიდან 21-ში გაიმარჯვა, 139 გოლი გაიტანა და საკუთარში, მხოლოდ, 26 მიიღო.


ოქროს ლიგის ბოლო სათამაშო დღეს, დინამოელთაგან ჰეთ თრიქი გაიფორმა ქოჩაკიძემ, თითო გოლი კი ოსიყმაშვილის, ხვადაგიანის  და მორჩილაძის ანგარიშზეა.