სამტრედია ელიგაში ჩვეული „ხმაურით“ დაბრუნდა
სამტრედია ელიგაში ჩვეული „ხმაურით“ დაბრუნდა
11.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ, „სამტრედია" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. კახა კაჭარავას გუნდმა ორი შეხვედრის ჯამში, ბოლნისის „სიონი" 4-1 დაამარცხა. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ვარლამ კილასონიას, გურამ სამუშიას და ნიჯათ ყურბანოვის დუბლით, იმერლებმა გაიმარჯვეს და 2020 წელს, კვლავ ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ. სამტრედიელებმა ძლიერთა შორის დაბრუნება ტრადიციულად „ხმაურით" აღნიშნეს.




ორი შეხვედრის ჯამში, „თელავმა", ელიგა დაატოვებინა „რუსთავს". კახელებმა ფლეი-აუტის საპასუხო შეხვედრაც მოიგეს, ამჯერად რუსთავში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრის მოედანზე, „რუსთავი" 1-2 დაამარცხეს. ორი შეხვედრის ჯამში, კი 1-3 გაიმარჯვეს და 2020 წელს, ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ თელაველებმა, ამ წარმატების წყალობით, 12-წლიანი შესვენების შემდეგ, კახეთის მთავარ ქალაქში დიდი ფეხბურთი დააბრუნეს.




ეროვნული ლიგის ორ გუნდს, „სიონსა" და „რუსთავს" კი მომავალ სეზონზე ერთი ლიგით ქვევით მოუწევთ ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ ლიგა 2-ის დატოვება მოუხდათ ტრადიციულ ქართულ გუნდებს, ლანჩხუთის „გურიასა" და „ფოთის კოლხეთი 1913"-ს, რომლებიც მომავალ სეზონზე, „ცხინვალთან" ერთად, ლიგა 3-ში იასპარეზებენ.