
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჭიჭინაძე უეფა-ს დელეგატად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრეცელა.
თამარ ჭიჭინაძე დელეგატის ფუნქციას ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის PSV -"როსენბერგის" მატჩზე შეასრულებს, რომელიც 12 დეკემბერს, ეინდჰოვენში, PSV -ს სტადიონზე გაიმართება. საინტერესოა, რომ თამარ ჭიჭინაძეს, რომელსაც უეფა-ს სხვადასხვა ტურნირებზე, სხვადასხვა მაღალ რანგში აქვს ნამუშევარი, მამაკაცთა შორის, პრესტიჟულ ტურნირზე დელეგატის რანგში პირველად იმუშავებს.
TSFF.GE-ს სახელით წარმატებას ვუსურვებთ თამარ ჭიჭნაძეს და აქვე დავძენთ, რომ სფფ-ს კიდევ ერთი ქალი წარმომადგენელი, თამარ ასათიანი 2018 წლის ვაჟთა და 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებზე, ფიფა-ს უსაფრთხოების ოფიცრის რანგში მუშაობდა.
უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით, სხვადასხვა ტურნირებს საქართველოს 10-ზე მეტი წარმომადგენელი ემსახურება.





ჩვენ








