
ვიქტორ მონხილისთვის, 26 წლის ესპანელი ლეგიონერისთვის უკვე ისტორიაა. შეიძლება ყველაზე წარმატებული დინამოელთა მცველისათვის, რადგან თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საუბრისას, როდესაც საშობაო სურვილებზე ჩამოვარდა ლაპარაკი არ დაუმალავს, რომ წლების მანძილზე ჩაფიქრებულებიდან, რაღაც, უკვე აუსრულდა.
„საახალწლო სურვილებთან დაკავშირებით, ერთი ამიხდა, რომ ევროპა ლიგაზე მეთამაშა და საკვალიფიკაციო ვითამაშეთ, მეორე - გავხდი იმ ქვეყნის ჩემპიონი, რომელი გუნდის ღირსებასაც ვიცავდი. თუმცა, ახლა არის შემდეგი ეტაპი - ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ისე, რომ ჯგუფში მოვხვდეთ. ერთი ტიტული გასულ წელს მოვიგეთ. მომავალში ვისურვებდი და გისურვებდით, სხვებიც მოგვეგოს", - ამბობს ვიქტორ მონხილი.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ესპანელი ლეგიონერი 2019 წლის იანვრის ბოლოს შეუერთდა. ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა „ვალიადოლიდის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი „ალკოიანოს", „მერიდასა" და „პონტევედრას" ღირსებას იცავდა. სულ ბოლოს ვიქტორ მონხილი „ლევანტეს" დუბლებში გაატარა. სწორედ, „ლევანტეს" და იქ, მყოფ ჩისკოს უკავშირებს მონხილი თბილისში ჩამოსვლას.
სრულად სტატია თაჯი-ს ბლოგში bit.ly/2EcDTRw





ჩვენ








