
საქველმოქმედო ტურნირი და აუქციონი #მაშკასთვის ორ-ნაწილიანი ღონისძიებაა, რომელიც ონლაინ, აუქციონის სახით, უკვე დაიწყო. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მოცემული ბმულის ქვეშ (კონკრეტულად უნდა მოძებნოთ სასურველი ნივთი), უნდა დაწეროთ კომენტარი, სადაც მიუთითებთ სასურველ ნივთს და თქვენს მიერ შემოთავაზებულ თანხას. 15 დეკემბერს, აუქციონის დასრულების შემდეგ გამოვლინდება აუქციონზე წარმოდგენილი ნივთების მფლობელები.
აუქციონზე კი წარმოდგენილია:
1. ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მაისური, საწყისი ფასი 700 ლარი.
2. ბურთი "გოლდენ-სტეიტ უორიორსის" კალათბურთელების ხელმოწერით, საწყისი ფასი 1000 ლარი
3. ლაშა ტალახაძის საჩემპიონო ფეხსაცმელი, საწყისი ფასი 700 ლარი.
4. ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
5. გიორგი შერმადინის ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
6. გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსის" მაისური, საწყისი ფასი 500 ლარი
7. ვაკო ყაზაიშვილის ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
8. გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
9. ლევან მჭედლიძის ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
10. ბექა ბურჯანაძის ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
11. დუდა სანაძის ეროვნული ნაკრების მაისური, საწყისი ფასი 300 ლარი
პარალელურად, 15 დეკემბერს გამოვლინდება საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებულიც, რომელიც 14 და 15 დეკემბერს ჩატარდება და რომელშიც 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირში, 2008-2009 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ჩატარდება, გუნდები სამ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი:
"A" ჯგუფი : "დინამო", "ზაზა 1", "ორბი", "ჰიუნდაი 2"
"B" ჯგუფი : "გოა", "ზაზა 2", "თელავი", "იბერი", "რუსთავი 1"
"C" ჯგუფი :"ზაზა 3", "რუსთავი 2", "სოხუმი", "ჰიუნდაი 1"
ქვეჯგუფიდან ფლეი-ოფში 8 საუკეთესო გუნდი გავა.
აუქციონის და საქველმოქმედო ტურნირის ორგანიზატორები, ხაზს უსვამენ, რომ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ერთად გადავარჩინოთ მომავალი.





ჩვენ








