ჩინეთის მასტერზე პირველ დღეს ერთი ვერცხლი ავიღეთ
ჩინეთის მასტერზე პირველ დღეს ერთი ვერცხლი ავიღეთ
12.12.2019
ავტორი: მ.ნ.

ჩინეთში, 12-14 დეკემბერის ჩათვლით მასტერსი იმართება. ცინდაოში, საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი გაემგზავრა საასპარეზოდ.

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი,

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი,

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

მასტერის პირველ დღეს, მედლები  5 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აქედან ქართველებმა სამში მიიღეს მონაწილეობა და მხოლოდ, ერთ წონით კატეგორიაში -66 კგ წონით კატეგორიაში მოახერხეს წარმატება. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.

13 დეკემბერს მედლები კიდევ 4 წონით კატეგორიაში  (-73კგ, -81კგ, -63კგ, -70კგ) გათამაშდება

14 დეკემბერი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები - https://live.ijf.org/ დასაწყისი 6:00, ფინალური ბლოკი 13:00.