
თბილისის „დინამო", „რუსთავი", „ქუთაისი" და „ოლიმპი" - ეს ოთხი გუნდი დუდუ დადიანის, რიგით მე-16 გათამაშების ნახევარფინალისტები არიან. თუმცა ნახევარფინალში გასვლამდე „დინამოს", „ქუთასისსა" და „რუსთვსა"და „ოლიმპს" ერთმანეთში დღეს, გადამწყვეტი თამაშები უნდა გაემართათ.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საშეჯიბრო დღე „ბ" ჯგუფის მატჩით გაიხსნა. „რუსთავსა" და „ოლიმპს" შორის გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა. ამასთან, ჯგუფში პირველობისთვის, მათ აუცილებლად 11 ქულიანი სხვაობით უნდა მოეგოთ „ოლიმპისთვის", რომელმაც პირველ ტურში „კაკტუსი" დაამარცხა, „რუსთავი" კი შეგახსენებთ, სწორედ „კაკტუსთან" დამარცხდა დადიანის მემორიალის სასტარტო მატჩში.
გამომდინარე აქედან, შეხვედრა საკმაოდ პრინციპული და დაძაბული გამოდგა. „რუსთაველებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, 15-ქულიანი სხვაობით მოახერხეს, „ოლიმპის" დამარცხება 80-65. ისევე, როგორც გუშინ, დღესაც რუსთაველთა შორის (და ორივე გუნდშიც) ყველაზე შედეგიანი ტაირელ ნელსონი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.
შესაბამისად, ამ მატჩის შემდეგ, „გ" ჯგუფის ყველა წევრს თითო მოგება და ერთიც წაგება დაუფიქსირდათ. თუმცა „ოლიმპთან" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე ჯგუფში პირველი ადგილი „რუსთავმა" დაიკავა. „კაკტუსი" კი მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, „რუსთავს" სძლია, მესამე ადგილზე აღმოჩნდა (სათვალაში ბურთების სხვაობა ჩაერთო).
„მგზავრები" ჯგუფიდან ისე გაემგზავრნენ, რომ დღეს, დუდუ დადიანის მემორუალის ჯგუფური ასპარეზობის ბოლო დღეს, „დინამოსთან" თამაშზე არ გამოცხადნენ. შესაბამისად მათ ტექნიკური წაგება 0-20 ჩაეწერათ. სუპერლიგის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ სტარტამდე, „მგზავრების" მოთამაშეები გამოჯანმრთელებას და სათამაშო კონდიციაში მოსვლას მოახერხებენ, რადგან, დადიანის მემორიალზე, მათი გამოუცხადებლობის მიზეზი ის იყო, რომ ტრავმირებული მოთამაშეების გამო, მათ განაცხადში შესაყვან, საკმარის მოთამაშეებს ვერ მოუყარეს თავი.
შეგახსენებთ, რომ „მგზავრებმა" სასტარტო შეხვედრა „ა" ლიგის ახალგაზრდულ გუნდთან „თსუ-ჰიუნდაისან" წააგეს. თავის მხრივ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „თსუ-ჰიუნდაიმ" ჯგუფის მეორე შეხვედრა „დინამოსთან" წააგო და „ა" ჯგუფში, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ½ გასასვლელად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „დინამომ" კი, რომელიც 2 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და შესაბამისად ½-შიც, სუპერლიგისა და ევროთასების მოსამზადებელი მორიგი დღე არ ჩააგდო და დადიანის მემორიალიდან, გუშინ გამოთიშულ მარნეულის „დელტას" ამხანაგურ მატჩში შეხვდა და დიდი ანგარიშით მოუგო.
ჯგუფური ასპარეზობის ბოლო შეხვედრა „ბ" ჯგუფში, „ქუთაისსა" და „სოხუმს" შორის გაიმართა. სოხუმელებს, 10 ქულით მარცხიც კი აძლევდათ შანსს, რომ ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გასულიყვნენ. მთელი თამაშის მანძილზე ქუთათურებს მედგარ წინააღმდეგობასც უწვდნენ და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი რამდენჯერმე მდევრის როლშიც კი იყო. თუმცა, სოხუმელებმა ბოლო პერიოდი ჩააგდეს და შეხვედრა 16 ქულის სხვაობით - 76:91 დასთმეს. მეორე თამაშია, „ქუთაისის" რიგებში სტაბულურია ბექა ბექაური, რომელმაც დღეს 22 ქულა დააგროვა.
ამრიგად, ჯგუფში პირველადგილოსნები „დინამო", „ქუთაისი" და „რუსთავი" ავტომატურად ½ ფინალში გადავიდნენ. საუკეთესო მეორეადგილოსანი, კი რომელიც დებულების თანახმად მე-4 ნახევარფინალისტი ხდებოდა, „ოლიმპია". „ოლიმპმა" 1 მატჩი მოიგო, 1-ც წააგო და სხვა მეორეადგილოსნებს - „კაკტუსს" და „თსუ-ჰიუნდაი" ბურთების შეფარდებით აჯობა.
4 ოქტომბესრ, 15:00 საათზე, ნახევარფინალების კენჭისყრა გაიმართება. ½ ფინალები კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 ოქტომბერს ჩატარდება.





ჩვენ








