
კრეატიული იდეა, რომლსაც საკალათბურთო სამყაროს ციფრული დიალოგის რეჟიმში გადაჰყავს, რაც თავისთავად სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო გლობალიზაციას გულისხმოს. ეს არის აზრი და სიმბოლოების ერთობა, რომელიც ევროვასკეტის ახალ ლოგოში არის გაერთიანებული.
ლოგოზე გამოსახულ ნიშნებს აქვს შესაბამისი მნიშვნელობა და დატვირთვა. ინტერნეტის ეპოქაში ეს სიმბოლოები ყველასათვის კარგად ნაცნობია. მაგალითად: ჰეშ-თეგი, სიხშირის გადაცემის სიმბოლო, მედია გაშუქების სიმბოლო და სხვა, რომლებიც გლობალური კავშირის გამომხატველია.

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების ახალი ლოგოს პრეზენტაცია, 16 დეკემბერს, მიუნჰენიდან, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ 4 ქვეყანაში ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიის პირდაპირი ეთერით ერთსა და იმავე დროს ფიბა-ს ონლაინ-პლატფორმის დახმარებით გაიმართა.
გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან კალათბურთის გარშემო ყველანაირი საზღვრების გარეშე. ეს გაერთიანება დრამატული, ემოციებით, მღელვარებითა და მოლოდინით სავსეა, რაც მსოფლიო კალათბურთის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ევროპული კალათბურთი ძლიერ და მჭიდრო კავშირს ამყარებს გულშემატკივრებში.
„ლოგო ოთხი მასპინძელი ქვეყნის ფედერაციების მიერ არის შედგენილი. კმაყოფილები ვართ როგორც საბოლოო შედეგით, ასევე ერთად მუშაობის სურვილით. ჩინებულია, იმის ხილვა, რომ ასეთი თანამშრომლობა არის მშვენიერი სტარტი და გვჯერა, რომ ეს პოტენციალი, მთავარი ღონისძიების მთელის ისტორიის მანძილზე, მომავალი ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულად ჩატარებაში დაგვეხმარება", - აღნიშნა კამილ ნოვაკმა, ფიბა ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ფიბას ევრო 2021, ორ წელში, 2-19 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ჩემპიონატის ერთ ჯგუფს საქართველო, კერძოდ კი თბილისი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ევრო 2021 იქნება მესამე მცდელობა, 2015 და 2017 წლების შემდეგ, როდესაც ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა უმასპინძლებს.





ჩვენ








