
სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების დროს მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე ქვეყნის ფედერაცია 6750-6750 ევროთი დააჯარიმეს და გადაწყვეტილების გაცნობიდან 90-დღიან პერიოდში აღნიშნული თანხა უეფა-ს შესაბამის ანგარიშზე უნდა გადარიცხონ.
თუმცა, მხოლოდ ეს სასჯელი არაა ის, რაც უეფა-ს სადისციპლინომ არასპორტული საქციელისთვის ქართულ მხარეს გამოუტანა. 21-წლამდე ქართველთა ნაკრების თავკაცს გია ცეცაძეს, უეფა-ს ეგიდით გამართულ 5 თამაშში დისკვალიფიკაცია მისცეს. ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია კი, სამწვრთნელო შტაბის წევრს ირაკლი მანიას.
ამას გარდა, უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაავალა, აღნიშნული გადაწყვეტილება შეატყობინოს ზემოთხსენებულ პირებს და მისი შესრულებაც გააკონტროლოს.
შეგახსენებთ, რომ მეტად პრინციპული შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ქართველთაგან გოლები მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზე გიორგი კუციამ და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს. ამ მატჩშიც და წინა შეხვედრაშიც საფრანგეთის წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საზიანოდ, მსაჯებმა მთელი რიგი შეცდომები დაუშვეს, რამაც შეხვედრების შედეგებზე გავლენა იქონია.
კონკრეტულ შეხვედრაში, კი მატჩის მიწურულს, როდესაც ქართველთა გუნდმა მოახერხა, სათამაშო სასწორის თავის მხარეს გადმოზიდვა, გვერდითა ხაზს მიღმა გადავარდნილ გიორგი კუციას, სლოვაკთა სათადარიგო სკამიდან ფიზიკურად შეეხნენ. ბუნებრივია, მომენტი, რეაქციის გარეშე არც ჩვენს სათადარიგო სკამმა დატოვა და სამწვრთნელო შტაბების შეხლა-შემოხლის შემდეგ, სლოვაკთა სკამიდან ერთი, ქართველებისგან კი, გიორგი ცეცაძე და ირაკლი მანია გააძევა ალბანელმა.
შესაბამისად, ამ მომენტისთვის, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევრო 2021-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ახლა, 5 თამაში რჩება ჩასატარებელი. აქედან, მხოლოდ ერთი გასვლა - ლიხტენშტეინთან. დანარჩენი, მათ შორის, პრინციპულ მეტოქეებთან. ბუნებრივია, დღევანდელი მარცხის შემეგ, გუნდში ნეგატიური განწყობაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჯერ თეორიული და პრაქტიკული შანსიც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აქვთ და ახლა, მთავარია ეს თავად გუნდმა ირწმუნოს. ზამთრის შესვენების შემდეგ, 26 მარტს ქართველი ახალგაზრდები, პირველ შეხვედრას, სწორედ სლოვაკების წინააღმდეგ, საქართველოში ჩაატარებენ. რევანშის აღებაში კი მათ, ქართველი ქომაგიც უნდა დაეხმაროს.





ჩვენ








