ქართული საკალათბურთო ლეგიონი - გოგა ბითაძე

21.12.2019
ავტორი: ი.პ.
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ამჯერად მისი მეტოქე "საკრამენტო" იყო, რომელიც ინდიანაპოლისელებმა საკუთარ მოედანზე 119:105 დაამარცხეს.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 6 წუთი დაჰყო და ამ დროში 4 ქულა მოაგროვა და ორჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა ბურთი. მან ორჯერ გაისროლა კალათისკენ ბურთი და ორივეჯერ ზუსტად მოათავსა, ამავდროულად ქართველი ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთი დაკარგა.
ერთბაშად 7 ინდიანელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რონ მასპინძლებმა გუნდური კალათბურთით გაიმარჯვეს. ყველაზე მეტი ტი ჯეი უორენს ჰქონდა - 23 ქულა. დომანტას საბონისი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 15 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი.
"პეისერსს" 20 მოგება, 9 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა.





ჩვენ








