შიო ხეცურიანის 10-წლიან პროგრამას რუსთაველები გაეცნენ
შიო ხეცურიანის 10-წლიან პროგრამას რუსთაველები გაეცნენ
04.10.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონებში, საკალათბურთო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი. წინასაარჩევნოდ კალათბურთის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აგრძელებს.

ხეცურიანის მორგი შეხვედრა გასვლით ხასიათს ატარებდა და რუსთავში შედგა. საკალათბურთო კლუბი "რუსთავისა" და ქვემო ქართლის ფედერაციის წარმომადგენლებთან სტუმრობისასა, ხეცურიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართულ საკალათბურთო რეალობაში, რუსთავს გამორჩეული ადგილი აქვს. "დამოუკიდებელი საქარათველოს საკალათბურთო ისტორიაში რუსთავს გამორჩეული ადგილი უჭირავს.

ამ კლუბის წარმომადგენლებთან, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ისევე, როგორც - ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ რეგიონში კალათბურთის განვითარების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. აღსანიშნავია ასევე საკალათბურთო გუნდ "მარნეული-დელტა"-ს ხელმძღვანელობის ნაყოფიერი მუშაობა რეგიონში", -ამბობს შიო ხეცურიანი. შეხვედრას რომელიც რუსთაველთათვის „ქიმიკოსების" სახელით ცნობილ დარბაზში ჩატარდა მოქმედი სპორტსმენების გარდა, ბევრი ვეტერანი დაესწრო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეგახსენებთ, რომ შიო ხეცირიანის „კალათბურთის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაში" ყურადღება სუპერლიგის მიმდინარეობაზე, მის დებულებაზე, კალათბურთელთა შრომით ხელშეკრულებების სრულყოფაზე, ბავშვთა და ქალთა კალათბურთში არსებულ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადებაზე, კალათბურთის განვითარებასა და მხარდაჭერაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, არსებული ინფრაქსტრუქტურის გამართვაზე, კალათბურთელთა ჯანდაცვაზე და ა.შ. თემებზე არის აქცენტები გაკეთებული. კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ამ წუთისთვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოფიციალურად მხოლოდ შიო ხეცურიანს აქვს გამოთქმული.