
სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა დღეს, 21-წლამდე ნაკრებიდან, მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.
როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრული ნაკრების თავკაცს, რამდენიმე დღის წინ, უეფა-ს სადისციპლინოს გადაწყვეტილებით 5 მატჩით, გუნდის სათამაშოდ გაყვანა აეკრძალა. საქართველოს ნაკრებს კი, სწორედ, ამდენი შეხვედრა დარჩა გასამართი "ევრო 2021"-ის ჯგუფურ ეტაზე.
სანქცია, გია ცეცაძეს უეფა-მ სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშისას მომხდარი ინციდენტის გამო გამოუტანა. მატჩის მიწურულს, როდესაც ქართველთა გუნდმა მოახერხა, სათამაშო სასწორის თავის მხარეს გადმოზიდვა, გვერდითა ხაზს მიღმა გადავარდნილ გიორგი კუციას, სლოვაკთა სათადარიგო სკამიდან ფიზიკურად შეეხნენ. ბუნებრივია, მომენტი, რეაქციის გარეშე არც ჩვენს სათადარიგო სკამმა დატოვა და სამწვრთნელო შტაბების შეხლა-შემოხლის შემდეგ, სლოვაკთა სკამიდან ერთი, ქართველებისგან კი, გიორგი ცეცაძე და ირაკლი მანია გააძევა ალბანელმა.
ჩვენი გვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდულ ნაკრებთან, პირადი გადაწყვეტილებით, აღარ იმუშავებს არც ირაკლი მანია.





ჩვენ








