ქვეყნის ჩემპიონს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ქვეყნის ჩემპიონს ახალი მწვრთნელი ჰყავს
23.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო არენას" მედია-ცენტრში საქართველოს 17-გზის ჩემპიონმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ცნობილ ქართველ მწვრთნელთან, კახა ჩხეტიანთან „დინამო თბილისმა" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, კლუბის მეპატრონემ აქვე დასძინა, რომ თუკი პირადი ინტერესებიდან და კარიერული ზრდის სურვილის შემთხვევაში ჩხეტიანი „დინამო თბილისიდან" წასვლას მოისურვებს, კლუბი მას პრობლემებს ვერ შეუქმნის.


აქვე დავძენთ, რომ „დინამო თბილისისა" და ქუთაისის „ტორპედოს" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა, ის ოფიციალური საბუთი, უეფა-ს პრო-ლიცენზიის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აღნიშნულ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, სხვა ქართველი მწვრთნელებივით მიიღო. შესაბამისად, ამ კონტექსტში „დინამო თბილისმა" უეფა-ს სალიცენზიო და ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაც დააკმაყოფილა.


კახა ჩხეტიანმაც და „დინამო თბილისის" ხელმძღვანელობამაც დაადასტურეს, რომ ვიდრე კლუბი შეიკრიბება, ეს კი, 2020 წლის 8 იანვარს იგეგმება, ცნობილი იქნება, თუ ვინ იქნება მომდევნო წლის საფეხბურთო სეზონზე დინამოელი. ამ მომენტისთვის, ყველა იმ ფეხბურთელთან, რომლებსაც დაუსრულდათ კონტრაქტი, ასევე ნიკა ნინუასა და ლევან კუტალიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გუნდში ფიქრობენ, ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებასაც, თუმცა, რომელ რგოლებში დაიმატებენ კვალიფიცირებულ ფეხბურთელებს, დღეს, „დინამო თბილისში" ოფიციალურად არ საუბრობენ. ისევე, როგორც ქართულ რეალობაში, ერთ-ერთ ძლიერ ქართველ მეკარეზე, როინ კვასხვაძეზე, რომელმაც, ჩვენს გვერდთან, TSFF.GE-სთან საუბარში დაადასტურა მოლაპარაკებების მიმდინარეობა და თუ პროცესები მისთვის სასურველ ჭრილში წარიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატ მეკარესთან, „დინამო თბილისი" მიმდინარე კვირის მანძილზე გააფორმებს ხელშეკრულებას.


ჩენი LIVE რეპორტაჟი