ძალოსანთა რეკორდები გრძელდება
ძალოსანთა რეკორდები გრძელდება
24.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა სპორტულმა მედიამ, 2019 წლის შეჯამებისას, წლის სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. შესაბამისად, ქართველი ძალოსანი, ქართველი სპორტული ჟურნალისტების რჩეული ზედიზედ მეოთხედ გახდა. მსოფლიოს რეკორდსმენი, რომელიც TSFF.GE-ს გათვლით, 2019 წლის რჩეული სპორტსმენების გამოვლენის დროს, კიდევ არაერთხელ დასახელდება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მედიის არჩევანით რეკორდსმენია, რადგან ლაშა საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს.


თავისებური რეკორდი მოხსნა ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემაც. თანამედროვე ქართული სპორტის ისტორიაში, ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა გიორგი ასანიძემ, თუ არ ჩავთვლით, აქტიურ სპორტში ყოფნის პერიოდში ქართული მედიის მიერ, არაერთგზის აღიარებას, მწვრთნელი რანგში მეოთხედ დასახელდა საუკეთესოდ.  


ასევე რეკორდსმენი გახდა ძალოსანთა ეროვნული ნაკრებიც. მათ, ქართული მედიის რჩეული, საუკეთესო გუნდის ჯილდო, მესამედ გადაეცათ. 2019 წლის საუკეთესო გუნდის თასი ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თურმანიძემ ჩაიბარა.




თუ საანგარიშო წელს და შედეგებს გადავხედავთ, ძალოსნებს, შეეძლოთ, ქართული მედიის გამოკითხვის ხუთივე ნომინაციაში გამარჯვება. თუმცა, ქართული სპორტის მომავალ თაობებში, საბედნიეროდ, მოტივირებული სპორტსმენების რიცხვი იზრდება, შესაბამისად, აქ, კონკურენცია კიდევ უფრო დიდია. ამ გარემოების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დასაფასებელია ქართველი ძიუდოისტი ქალი ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც კონკურენცია საკმაოდ ტიტულოვან ქალ სპორტსმენებს გაუწია და 2019 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდება მოიგო.  


და რადგან ახალგაზრდა სპორტსმენები ვახსენეთ, 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენიც ვინაობაც უნდა ვთქვათ და სპორტული მედიის აზრით, წელს ამ ტიტულს გოგა ბითაძე იმსახურებდა. ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, საქართველოში არ არის და პრიზიც, მის ნაცვლად სხვამ ჩაიბარა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ის ადრესატამდე აუცილებლად მივა.




აღსანიშნავია, რომ 5 ნომინაციიდან საუკეთესოები დასახელდნენ ის სპორტსმენები, რომლებსაც ჩვენმა გვერდმა გამოკითხვის ანკეტებში პირველი ნომრები მიანიჭა. ერთად-ერთი რაზეც ჩვენს გვერდს გული სწყდება არის ის, რომ გამოკითხვაში, სათამაშო სახეობებიდან ტრადიციული სიხალვათეა. იმედს, ვიტოვებთ, რომ მომავალში მედიის მხრიდან, მოტივაციის გაზრდის მხრივ, მსგავს გამოკითხვებში სათამაშო სახეობების უფრო მეტი სახეობა და მისი წარმომადგენელი დასახელდება. ან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, გამოკითხვას, კიდევ ერთ ნომინაციას, საუკეთესო სათამაშო სახეობას დაამატებს.


TSFF.GE მადლობას უხდის გურანდა გურასაშვილს, დაჯილდოების საღამოდან მოწოდებული ფოტოების გამო