ვის ერგება საქართველოს ოქროს წერაყინი?
ვის ერგება საქართველოს ოქროს წერაყინი?
25.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უშუალოდ და ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, ისე, როგორც ეს მთამსვლელობას ჩვევია, თბილისის ალპურ კლუბში, 29 დეკემბერს ქართველი ალპინისტები განვლილ წელს შეაჯამებენ. იმისდა მიუხედავად, რომ ალპინიზმი ე.წ. უმაყურებლო სპორტის კატეგორიებს განეკუთვნება, განვლილი წლის საუკეთესოების გამოვლენის დღეს, ალპურ კლუბში მისვლა ყველა მსურველს შეეძლება.


შემაჯამებელი შეხვედრა ქართველ მთამსვლელებთან 18:00 საათზე, საქართველოს ალპური კლუბის მთამსვლელობის მუზეუმში გაიმართება. როგორც ღონისძიების ანონსში არის ნათქვამი, შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წარადგენს 2018-2019 წლების სპორტულ ანგარიშს, გაიმართება 2019 წელს  ექსპედიციების ამსახველი ფოტოგამოფენა და გამოვლინდება 2018 და 2019 წლების საუკეთესო ექსპედიციები;


ჭაუხი, შხარა, მატერჰორნი, ნანგა პარბატი, ამა დაბლამი, ეს იმ მთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დალაშქვრაც შესძლეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.