როინ კვასხვაძე „დინამო თბილისის“ მეკარეა
როინ კვასხვაძე „დინამო თბილისის“ მეკარეა
28.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონზე, საქართველოს 17-გზის ჩემპიონი გუნდის, „დინამო თბილისის" ღირსებას ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე როინ კვასხვაძე დაიცავს. 2018 წლის საუკეთესო მეკარემ, „დინამო თბილისთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ „დინამო თბილისიდან" მივიღე შემოთავაზება. მსგავსი ფაქტი, ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა. დავთანხმდი იმიტომ, რომ „დინამო" ყოველთვის დიდი მიზნებისთვის იბრძვის. ძალიან დიდი კლუბია და მინდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე და ჩემი წვლილი შევიტანო, ამ წარმატებაში. მინდა, რომ ახალ სეზონზე, ყველა ტიტული მოვიპოვოთ საქართველოში და უმთავრესი იქნება ის, რომ ევროტურნირებზე გავახაროთ გულშემატკივარი, არა მხოლოდ „დინამო თბილისის", არამედ მთლიანად საქართველოსი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა გულშემატკივრის ოცნებაა და „დინამო თბილისს" კიდევ, შესწევს ის ძალა, რომ გაახაროს ჩვენი ქართველი გულშემატკივარი" - ამბობს კვასხვაძე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.


საქართველოს ჩემპიონი ახალი სეზონისთვის მზადებას 2020 წლის 8 იანვრიდან დაიწყებს. სწორედ, ამ დღეს შეუერთდება გუნდს როინ კვასხვაძეც, რომელიც ახალ გუნდში, ახლი საფეხბურთო სეზონის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.