
5 ოქტომბეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დუდუ დადიანის, რიგით მე-16 მემორიალის ნახევარფილაური შეხვედრები გაიმართება. ნახევარფინალისტები დღეს დაწყვილდნენ. წილისყრას, კალათბურთს ეროვნული ფედერაციის ოფისში, გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
17:00 „რუსთავი" -„ოლიმპს" დაუპირისპირდება. ეს ამ გუნდებისთვის დადიანის მემორიალზე მეორე შერკინება იქნება და „ოლიმპს", 3 ოქტომბერს განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება შეეძლება.
19:00 კი, ოლიმპიურ სასახლეში კონკრეტული ტურნირის და შესაძლოა, თამამად ითქვას, ბოლო წლების ქართული კალათბურთის უმთავრესი დაპირისპირება შედგება „ქუთაისსა" და „დინამოს" შორის.
„ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, „სოხუმის" სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა და მოხარული ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ახალი გუნდი ვართ და შეთამაშება გვაკლია. ტაქტიკურადაც სწორად, ჯერ ბოლომდე დალაგებული ვერ ვართ. ამით აიხსნება არადამაჯერებელი დასაწყისი და თამაშის მიმდინარეობისას დაშვებული შეცდომები, მაგრამ მათავარია გავიმარჯვეთ. ½ ფინალს რაც შეეხება, არ მგონია ასარჩევად მქონდეს საქმე. ჩვენთვის დღეს ყველა ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, თუ ტურნირიში გამარჯვება გვინდა, უნდა მოვიგოთ, ვინც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა „დინამო" გამოკვეთილად ძლიერია ყველაზე", - კოტე ტუღუშმა, „ქუთაისის" მთავარმა მწვრთნელმა ეს კომენტარი წილისყრამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. წილისყრაზე კი გაირკვა, რომ ქუთათურთა მეტოქე, სწორედ „დინამო" იქნება.
დუდუ დადიანის მემორიალი 1 ოქტომბერს დაიწყო და მასში 9 გუნდი, მათ შორის 8 სუპერლიგის, ხოლო, ერთი - „ა" ლიგის წარმომადგენელი იყო. გუნდები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ჯგუფში 2-2 შეხვედრა ჩაატარეს. ჯგუფებში გამარჯვებულები ავტომატურად მოხვდნენ ნახევარფინალში, მე-4 ნახევარფინალისტის ვინაობა კი სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის, უკეთესი სხვაობის მქონეს ერგო. (იხილეთ ბმული: http://tsff.ge/index.php?m=6&news_id=143)
აქვე გაცნობებთ, რომ დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩი, 6 ოქტომბერს 17:00 დაიწყება.





ჩვენ








