ბომბარდირები გამორჩათ?
ბომბარდირები გამორჩათ?
27.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, საგანგებოდ არ გამოყვეს და არ დააჯილდოვეს ეროვნული ჩემპიონატების ბომბარდირები ქალთა შორის, ქვეყნის ჩემპიონის „ლანჩხუთის" ფეხბურთელი თამარ სალუქვაძე და ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილსის" თავდამსხმელი ლევან კუტალია.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სალუქვაძემ, ქალთა ჩემპიონატში 32 გოლო გაიტანა, ლევან კუტალიამ კი, 20 გოლი.





ბუნებრივია, ბომბარდირობას ვერც ერთს და ვერც მეორეს, ახლა უკვე ვერავინ ჩამოართმევს და ძლიერებს, უპირატესობის დამტკიცება მომავალ სეზონში მოუწევთ. ამ ჯერზე, კი ჩვენის აზრით, დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორთა მცირედ უყურადღებობამ, ფეხბურთელების მიერ, მთელი სეზონის მანძილზე გაწეული შრომა, წყალში ჩაყარა. გვჯერა, რომ აღნიშნული ფაქტი და ის ჯილდოები, რომლებიც ყოველწლიურად, დამოუკიდებელი პრიზის სახით, გალა დაჯილდოებაზე, გადაეცემოდათ ამათუ იმ ჩემპიონატის ბომბარდირებს, უამრავ სხვა ჯილდოს გვერდით, უბრალოდ გაეპარათ.

რა დასამალია და სფფ-ს ეს წინასაახალწლო ღონისძიება, სხვა ყველა სპორტულ გალა დაჯილდოებას შორის, ტრადიციულად ყველაზე დახვეწილი, სადა და უპრეტენზიოა და მას, ფეხბურთელები და სპორტის მოყვარულები წლიდან წლამდე ელიან.