ყველაფერი კარგად იქნება!
ყველაფერი კარგად იქნება!
28.12.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ და ქუთაისის „ტორპედოს" ექს-კაპიტანმა იმერული კლუბის ქომაგებს, საკუთარი სოციალური ქსელით მიმართა.


„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქუთაისის "ტორპედოს" და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ სირთულეებს, მაგრად ედგნენ და იბრძოდნენ,  რომ  ეს ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა გადარჩენილიყო და იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად დადგება ქუთაისის "ტორპედო" ფეხზე და ისე, რომ არაფერი პრობლემა არ შეექმნება. აუცილებლად სჭირდება "ტორპედო" ქალაქს და რა თქმა უნდა ჩვენს ჩემპიონატს. იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქალაქში ძალიან უყვარს ფეხბურთი, რომლებსაც არასდროს მიუტოვებია გუნდი და ყველა, იმედგაცრუებაზე ფარხმალი არასდროს დაუყრია. იმ გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი, დღე და ღამე, რომ იბრძოდნენ და ქომაგობდნენ თავის საყვარელ გუნდს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა , და კიდევ ერთხელ წარმატებები ქუთაისის "ტორპედოს"! ყველაფერი მაგრად იქნება",  - წერს როინ კვასხვაძე.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს", იმერეთის დედაქალაქის ხელისუფლებასა და კლუბის პოტენციურ, იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები, საშობაო არდადეგები გამო პასიურ ფაზაშია გადასული და მხოლოდ, 2020 წლის 6 იანვრიდან განახლდება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი არ გაირკვა და „ტორპედომ" პრო-ლიცენზიის თანხა არ გადაიხადა, არ არის გამორიცხული „ტორპედო", ეროვნული ლიგის გათამაშებაში დაქვეითდეს.