
ლოზანაში, 2019 წლის 30 დეკემბერს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 102 ქვეყნის 331 ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა 2019 წლის საუკეთესო ათლეტად არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას გენიოსი ლიონელ მესი და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი დაასახელეს. ბაილსმა ამ ტიტულის მოპოვება ზედიზედ მეორედ შეძლო.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლეოზე მეტი თამაში არავის მოუგია. ექვსი წლის განმავლობაში, მესის წლის მოთამაშედ აღიარების შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში მან პირველად მიიღო FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
ამ წელს არგენტინელმა ფორვარდმა AIPS-ის საუკეთესო ათლეტის ტიტული 394 ხმით პირველად მოიპოვა და უკან, ელიოდ კიპჩოგე და რაფაელ ნადალი ჩამოიტოვა.
„ჩემი მთავარი მიზანი ამ სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და კოპა ამერიკის მოგებაა. 4 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ძალიან გვინდა რომ ამ სეზონში მოგება კიდევ ერთხელ შევძლოთ", - აღნიშნა მესიმ სექტემბერში FIFA-ს „საუკეთესოს" ტიტულის მიღებისას.
AIPS-ის საუკეთესო ათლეტების ათეულში ასევე მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდო(მე-4 ადგილი) და ვირჯილ ვან დეიკი (მე-6 ადგილი).
სიმონ ბაილსი უკვე მეორე წელია AIPS-ის საუკეთესო ათლეტი ხდება. მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა შტუტგარტის მსოფლიო ჩემპიონატზე 6-დან 5 ოქროს მედალი მოიპოვა და ასევე გახდა პირველი ტანმოვარჯიშე, რომელმაც ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე მედალი მოიპოვა. მან, 5 მსოფლიო ჩემპიონატზე 25 მედლის მოპოვება შეძლო.
22 წლის ბაილსი, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ათლეტია. მან AIPS-ის საუკეთესო ათლეტის ტიტული 452 ხმით მიიღო და უკან ჩამოიტოვა მეგან რაპინო 406 ხმით.
აღნიშნულ გამოკითხვაში, საქართველოდან მხოლოდ ორმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის TSFF.GE-ს წარმომადგენელიც იყო. ჩვენი რჩეული ვაჟებს შორის ლიონელ მესი იყო, ხოლო ქალთა შორის რჩეულებს შორის, ჩვენგან პირველი ადგილი მეგან რაპინოს სასარგებლოდ იყო.





ჩვენ








