სანდოხაძე, კვასხვაძის შემდეგ...
სანდოხაძე, კვასხვაძის შემდეგ...
01.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

განვლილი წლის ბოლო დღეს, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა კლუბში მომხდარი კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება.


ამიერიდან „დინამო თბილისის" ღირსებას 25 წლის ცენტრალური მცველი, ნიკა სანდოხაძე დაიცავს. ფეხბურთელმა, რომელიც „დინამო თბილისის" აღზრდილია და თბილისელთა გუნდის დუბლებშიც უასპარეზია, „დინამოსთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.


„ძალიან დიდი პასუხისმგებლობას და მოტივაციას ვგრძნობ, „დინამო" დიდი გუნდია და დიდი მიზნებიც აქვს. ყველანაირად ვეცდები, გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში, როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროტურნირებზე.


შარშანდელი ეროვნული ჩემპიონატი, ნამდვილად, ძალიან დაძაბული იყო და ვფიქრობ, წელსაც ანალოგიური იქნება, საინტერესო და დაძაბული. რამდენიმე გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ერთ, აუცილებლად, „დინამო თბილისი" იქნება" - ამბობს, ნიკა სანდოხაძე TSFF.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ ნიკა სანდოხაძე, სხვადასხვა დროს ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიის, რიგის, ლვოვის კარპატის და საბურთალოს ღირსებას იცავდა.