სეზონის ბოლო ვარჯიში და პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“ ხვალ გაიმართება
სეზონის ბოლო ვარჯიში და პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“ ხვალ გაიმართება
04.10.2017
ავტორი:

ხარისხიანი ფეხბურთი და უელსთან გამარჯვება, ეს არის ის, რაც საქართველოს ნაკრებს შეუძლია. გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავს, რადგან უკან დასახევი გზა არ არის - ასეთია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების უელსთან მატჩისწინა განწყობა.

ხვალ, 5 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური საშინაო მატჩისთვის, ბოლოჯერ ივარჯიშებს. ტრადიციულად,  ქართველი ფეხბურთელები სასტუმრო „ჰუალინგში" არიან დაბინავებულები და წვრთნას, „ზესტაფონის" ბაზაზე გადიან. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი მატჩებისთვის ვლადიმერ ვაისმა თბილისში 25 ფეხბურთელი ჩამოიყვანა.

თავდაპირველად ეროვნული არასრული შემადგენლობით ვარჯიშობდა, თუმცა, 3 ოქტომბრიდან, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ვაისის განკარგულებაშია. ესენი არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, 6 ოქტომბერს, 20 საათზე „დინამო" არენაზე უმასპინძლებს უელსის ნაკრების. ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე და „დინამო არენის" სალაროებში მიმდინარეობს.