
ბერლინში, 11 და 12 იანვარს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი გაიმართება. AOK TRADITIONSMASTERS-ში, ასე ჰქვია ამ ტურნირის, მონაწილეობას „დინამო თბილისიც" მიიღებს. ინფორმაცია დღეს, სკ „დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„დინამო თბილისის" ლეგენდათა გუნდი, ბერლინში 9 იანვარს, შემდეგი შემადგენლობით შეიკრიბება: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.
„დინამო თბილისის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ტურნირში, რომელშიც საერთო ჯამში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 7 ადგილობრივი იქნება, ერთი კი, უცხოური და ისიც ის ქართული კლუბი, რომელმაც, წლების წინ გერმანიაში, გერმანულ კლუბს უეფას ტროფეი მოუგო.
ტურნირის ფორმულის მიხედვით, გუნდები 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. „დინამო თბილისის" ვეტერანები A ჯგუფში, დორტმუნდის "ბორუსიასთან", ლევერკუზენის "ბაიერნთან" და "შალკე 04"-თან ერთად იასპარეზებენ.
მეორე, B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - „ჰერტასთან", „იუნიონთან" და „ტენის ბორუსიასთან" ერთად ბრემენის „ვერდერი" იასპარეზებს.
ვეტერანი დინამოელები მატჩებს, შემდეგი გრაფიკით ჩაატარებენ:
11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის "ბაიერი"
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის "ბორუსია"
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. "შალკე04"
½ და ფინალური შეხვედრები 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.





ჩვენ








