
დღეს დილით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრა. პირველ შეხვედრას, ქართველები, პარასკევს, 10 იანვარს რუმინეთის წინააღმდეგ გამართვას. ქალაქ ბენევენტოს „პალა ტედესკიში" ჩვენი გუნდი შაბათს იტალიას ეთამაშება, კვირას - კოსოვოს. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში, 14 იანვარს დაბრუნდება და მზადებას, უკვე ევრო 2022-ის პლეიოფისთვის დაიწყებს. ამ ციკლში, საქართველოს ნაკრები 16 და 19 იანვარს ფინეთთან ითამაშებს. მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.
იტალიაში გამგზავრებამდე, ნაკრებმა ბოლოჯერ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 ხელბურთელის შემადგენლობით ჩაატარა. კიდევ ერთი მოთამაშე, ირაკლი ჩიქოვანი გამგზავრებამდე, ექიმების მეთვალყურების ქვეშ იყო.
„მზადება ნაყოფიერი იყო. ერთადერთი, ჩიქოვანის ტრავმა გვაფიქრებს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ირაკლი იტალიაში თამაშს შეძლებს. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ. ვარჯიშებთან ერთად გვქონდა თეორიული მეცადინეობები, ვნახეთ იტალიის, რუმინეთისა და ფინეთის ბოლო მატჩები, ნიკოლა მაქსიმოვიჩმა და დრაგან ჯუკიჩმა კი მეტოქე ხელბურთელების ინდივიდუალური დოსიეები შეადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება ფინეთს გუნდს მივაქციეთ. ჩვენთვის ორივე ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფინეთთან პლეიოფს მაინც უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგანაც მისმა შედეგმა უნდა განსაზღვროს ჩვენი გუნდის მომავალი ასპარეზი - აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში და ამით უნდა დავბრუნდეთ სახელბურთო ელიტაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა. რა თქმა უნდა, საბრძოლველად მივდივართ იტალიაშიც და არც იქ გამარჯვებაზე ვიტყვით უარს", - ამბობს ბექა ორჯონიკიძე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.
3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო.
10 იანვარი
21:00 რუმინეთი-საქართველო, მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)
23:00 იტალია- კოსოვო
11 იანვარი
21:00 კოსოვო - რუმინეთი
23:00 საქართველო-იტალია, მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)
12 იანვარი
19:00 კოსოვო - საქართველო, მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)
21:00 იტალია - რუმინეთი





ჩვენ








