„იაშკა“ 8 გატანილი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა
„იაშკა“ 8 გატანილი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა
12.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

ვეტერანთა ტურნირზე, რომელშიც 7 გერმანული გუნდი მონაწილეობდა, „დინამო თბილისმა" მეორე ადგილი დაიკავა. დინამოელებმა, შეხვედრა მეორე ტაიმის მიწურულს დათმეს, ანგარიშით 5-2 დამარცხდნენ. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრა 1-2 მიჰყავდათ.


ლეგენდათა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით და მთლიანად გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი გახდა. ტურნირის საუკეთესო მეკარეებად კი, ორგანიზატორებმა დინამოელი გიორგი ლომაია და „ბორუსიას" გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.


ფინალამდე, „დინამო თბილისის" ვეტერანთა გუნდმა, ჯგუფურ ეტაზე ლევერკუზენის „ბაიერი" 4-2 დაამარცხეს. ალექსანდრე იაშვილმა, ამ მატჩში დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი, კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.


ამის შემდეგ, დინამოელებმა დორტმუნდის „ბორუსიასთან" 2-3 წააგეს.  გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.


ჯგუფის მესამე შეხვედრაში, „დინამო თბილისი" „შალკე 04"-ს  დაუპირისპირდა და მეტოქე 6-3 დაამარცხა. თბილისელთა რიგებიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ (2), დავით კვირკველიამ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.


 ქართულმა გუნდმა ჯგუფში 6 ქულით, პირველ ადგილზე გასვლა მოახერხა და ½ ფინალში, „ვერდერის" წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბერლინის „ჰერტა" და დორტმუნდის „ბორუსი" შეხვდნენ. 


„დინამოელებმა" ½ ფინალშიც იმარჯვეს, ანგარიშით 5-2 და როგორც იცით, საბოლოოდ ფინალში დათმეს მხოლოდ.